სიახლეები
გიორგი მაზნიაშვილის ძეგლის გახსნა

დღეს მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა.

დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა. გიორგი მაზნიაშვილი 1871 წელს კასპის რაიონში დაიბადა. იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაზნიაშვილი მეფის არმიაში მსახურობდა. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ასევე, რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში. 1917 წელს, საბჭოთა რევოლუციის შემდეგ, გენერალი სამშობლოში დაბრუნდა და ორი ეროვნული დივიზია შექმნა. 1937 წელს იგი დააპატიმრეს და შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად, გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

 

Print