ეს გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო. რუხაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე პარლამენტს ყოფილმა თავმჯდომარემ მიმდინარე წლის სექტემბერში შესთავაზა, თუმცა უსუფაშვილის შეთავაზებაზე მსჯელობა არ გამართულა.
პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასარჩევად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა 6-კაციან ჯგუფს. ჯერჯერობით ახალი კანდიდატურის საკითხზე კონსულტაციები არ გამართულა.