სიახლეები
ექსპერტები პრემიერის ინიციატივას აფასებენ

ლარის გაუფასურება არის ეროვნული ბანკის და მთავრობის შეცდომების შედეგი.

ასე აფასებენ ექსპერტთა ნაწილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ზოგადად. ისინი მთავრობას და ეროვნულ ბანკს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევენ.

მათი თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეწყვიტოს ლარის მასის ზრდა და რეფინანსირების სესხების გაცემა. ექსპერტები მთავრობას სესხების აღებაზე უარის თქმას და ადმინისტრაციული ასევე ზოგადი ხარჯების შემცირებასაც ურჩევენ.

მათი განმარტებით, დოლარიზაციის შემცირება თავისთავად არის საკმაოდ რთული პროცესი და მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას როგორც ეროვნული ბანკის, მთავრობის, ასევე კერძო სექტორის მხრიდან.

 

Print