სიახლეები
ესპანეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
ესპანეთის პოლიციამ  საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა.
რომლებიც ასობით ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი. ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა ქალაქებში მადრიდი, ბარსელონა, სევილია და ჩრდილოეთ ესპანეთის ბარაკალდოს დასახლებაში.

საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულია ესპანეთის რამდენიმე მოქალაქეც. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ სწორედ ესპანელების დახმარებით იპარავდნენ დამნაშავეები ძირითადად საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს.

დაკავებულებს ყაჩაღობის გარდა, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ შემდეგი მუხლებით: დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ფულის გათეთრება. ზოგიერთ მათგანს კი ბრალი წარედგინება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შენახვისა და საბუთების გაყალბების ბრალდებებით.

Print