სიახლეები
დაკავება ყალბი დიპლომების დამზადებაზე
დაკავება დოკუმენტების გაყალბებისა
და გასაღების ბრალდებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციულმა სააგენტომ დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა, რომელიც
ყალბ დიპლომებს და ატესტატებს ამზადებდა. აღმოჩნდა, რომ მათ კლიენტებს
შორის ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელეც იყო. დაკავებულია უმაღლესი
სასწავლებლის დირექტორი და კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი,
რომელიც ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა.