სიახლეები
აქციზურ მარკებზე გადასახადი იზრდება
2017 წლიდან, თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და
იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი პირველი იანვრიდან  გაიზრდება.  გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს,  რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის საფუძველი იქნება. იგეგემება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებაც. აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე და ნავთობპროდუქტებზეც. პრემიერ-მინისტრის აზრით, მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ავტოპარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შემცირებას.
Print