სიახლეები
შეზღუდვები სარფის საბაჟოზე
შეზღუდვები სარფის საბჟოზე.

- ავტომობილით ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა შეფერხებულია. თურქეთის საკონსულოში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. წერილობით განმარტებაში კი აღნიშნულია, რომ თურქეთის მხარეს, საბაჟოზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციას წელიწად ნახევრიდან ორ წლამდე დასჭირდება.

ქვეითად გადამსვლელები საზღვარს უპრობლემოდ გადაკვეთენ, შეზღუდვები მხოლოდ ავტომობილით გადამსვლელებზე იმოქმედებს.

საბაჟოზე 6-ის მაგივრად 2 გასასვლელი იმუშავებს. ერთი, ქვეყნიდან გამსვლელ მგზავრებსა და ავტომობილებს მოემსახურება, მეორე კი შემომსვლელებს.

Print