სიახლეები
ბათუმის ინფექციურის დირექტორი დააკავეს
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით  დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე თვის წინ შევიდა. მანამდე დარღვევები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დააფიქსირა. დარღვევების გამო, საავადმყოფო 206 231 ლარით დაჯარიმდა. ამავე საავადმყოფოს განაცდურის  70 ათასი ლარის გადახდა მოუწია უკანონოდ გათავისუფლებული ექიმისთვის, რომელმაც სამივე ინსტანციის სასამართლო მოიგო.
Print