ევროკავშირმა, საქართველოს
შესახებ შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა.
სადაც განხილულია ის რეფორმები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ, ასოცირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელა. შეფასება დადებითია, თუმცა როგორც დასკვნაში წერია, ქვეყანას რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დარჩა გადასადგმელი. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგიც გამართა.