სიახლეები
კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
პარლამენტში
”ოკუპირებული
ტერიტორიების
შესახებ”
კანონთან დაკავშირებული
საკანონმდებლო პაკეტის განხილვა
გაგრძელდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
აცხადებს, მოქმედ კანონში ხარვეზია, რის გამოც საქართველო
საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კრიტიკის ობიექტი ხდება. ეკა ბესელიას
თქმით, მთავრობის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ
ცვლილებებში საუბარია არა პასუხისმგებლობის მოხსნაზე, არამედ
პასუხისმგებლობის თანაზომადი პრინციპის განსაზღვრაზე. მმართველი
გუნდის კიდევ ერთი წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ
კანონპროექტზე მსჯელობა გაგრძელდება და ისეთი გადაწყვეტილება იქნება
გამოტანილი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არ შეეწინააღმდეგება.