სიახლეები
ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმე
"თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა
ლომინაძის მკვლელობის საქმეს
სააპელაციო სასამართლო უკვე მეორედ
განიხილავს. პროკურატურამ ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე
მიმართა სააპელაციო სასამართლოს, გადასინჯოს მსჯავრდებულთა
განაჩენები. საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება. გარდაცვლილი ნიკოლოზ
ლომინაძის მამა პროკურატურის განცხადებას საქმის გადახედვის შესახებ
არ ეთანხმება. როგორც ნოდარ ლომინაძე აცხადებს, პროკურატურის
არგუმენტები მისთვის მიუღებელია. ის დღესაც დარწმუნებულია, რომ მისი
შვილის მკვლელობისთვის სასჯელს რეალური დამნაშავეები იხდიან.