სიახლეები
კანონი ოკუპაციის შესახებ გადაიხედება
მიიყვანს თუ არა მთავრობა ორი წლის წინ წამოწყებულ საქმეს ბოლომდე.

ანუ შეცვლის თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონს. საკითხს მეცხრე მოწვევის პარლამენტი დაუბრუნდა. კანონის ავტორი „ნაციონალრი მოძრაობა“ პირობას დებს, რომ ამ მავნებლურ იდეას წინა აღუდგება. ახალი საპარლამენტო ძალა-პატრიოტთა ალიანსი სულაც მის გაუქმებას მოითხოვს

"ოკუპაციის შესახებ" კანონში ცვლილებები 2013 წელსაც დადგა დღის წესრიგში,  თუმცა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია და კანონპროექტის მიღების პროცედურა, პირველი მოსმენის შემდეგ, შეჩერდა. ცვლილებათა პაკეტი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

დღეს რას და როგორ შეცვლის ხელისუფლება?

Print