სიახლეები
''აუდიტორია 115'' სტუდენტებს ხვდება'
„აუდიტორია 115“- ის წევრები  უნივერსიტეტის მე- 6 კორპუსს არ დატოვებენ.

ასეთი შედეგით დასრულდა დღეს, აქციის მონაწილე  ახალგაზრდებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტებთან შეხვედრა.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების სწავლის პროცესისს განახლებას და მე- 6 კორპუსში შესვლას დილიდან მოითხოვდნენ.
ამჯერად მოლაპარაკებები უმაღლესი სასწავლებლის  ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს, რათა ახალგაზრდებმა ნებართვა მიიღონ და  მე-6 კორპუსიდან სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ტექნიკა გაიტანონ. მათ  რექტორატის გადაწყვეტილებით, ლექციებზე დასწრების საშუალება მაღლივ კორპუსში მიეცათ.

Print