
საქართველოში მოქმედი ცხრა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ 2016 წლის
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
და წინა არჩევნებთან შედარებით ეს არჩევნები იყო ქვეყნისთვის უკან
გადადგმული ნაბიჯი. ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას
ავრცელებენ, სადაც გაყალბების მიზეზები 12 პუნქტად არის
ჩამოყალიბებული. მათ შორისაა სარჩევნო რეფორმა და მაჟორიტარული
სისტემის გაუქმება, ამომრჩეველთა სიების გასწორება, ადმინისტრაციული
რესურსის გამოყენების პრაქტიკა, ეგრეტწოდებული ზონდერების სისტემა,
ამომრჩეველთა მოსყიდვა და მედიასივრცეში პოლიტიკური თოქშოეუების
შეზღუდვა მედიათავისუფლების ხარისხი.