მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო გამყოლების
გადამზადებას აგრძელებს.
სვანეთში, მესტიის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივ 20 გამყოლს სამ საფეხმავლო
სათავგადასავლო მარშრუტზე ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის მსვლელობისას
სამთო გამყოლებს ინსტრუქტორებმა გააცნეს ნავიგაციისთვის საჭირო
ხელსაწყოები და მათთან მუშაობის წესები.