
მეოთხე მოწვევის აჭარის უმაღლესი
საბჭო დღეს პირველ სხდომას მართავს.
დღეს უფლებამოსილების ცნობა იგეგმება რის შემდეგაც დეპუტატები უკვე
ფრაქციებს შექმნიან. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ასარჩევად 21 დეპუტატიდან 11 ხმა სჭირდება. ამდენივეა საჭირო კომიტეტების თავმჯდომარეების ასარჩევადაც. ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა ჩანიშნა, უმაღლეს საბჭოში 14 დეპუტატი "ქართული ოცნებიდან",
5 "ნაციონალური მოძრაობიდან" თიოთო თითო კი "პატრიოტთა
ალიანსიდან" და ნინო ბურჯანაძის გუნდიდან არიან.