სიახლეები
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ 2017 წლის იანვრის ბოლოს შედგება.

როგორც პრემიერ-მინისტრის სპაციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხეში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, იანვარში დაგეგმილ შეხვედრაზე ძირითადად ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განიხილება.თუმცა აღნიშნა, რომ თუ დავალება იქნება,  ამ შეხვედრაზევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი აუცილებლად განიხილება. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხს, როგორც აბაშიძემ განაცხადა, მზაობა არის რომ ნებისმიერ ფორმატში შედგეს შეხვედრა. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე ყველაზე რთული საკითხები უნდა იყოს განხილული, როგორიცაა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის თემები.

 

Print