სიახლეები
კონფერენცია უსაფრთხო გზებისთვის
მსოფლიო ავტოსაგზაო შემთხვევებში
დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის კვირეულს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით
ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ კონფერენცია
გამართა. ღონისძიებაზე საგზაო კანონპროექტი განიხილეს და მასში
შემავალი საკითხების - ქულათა სისტემის და უკონტაქტო
პატრულირების შესახებ საქართველოს სამ ქალაქში გამოკითხულთა შედეგები
წარმოადგინეს. კონფერენციას გაეროსა და სამთავრობო უწყებების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.