საქართველოს
პრეზიდენტმა
ეროვნული
ბანკის
საბჭოს
წევრის თანამდებობაზე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს არჩილ
მესტვრიშვილს, მურთაზ კიკორიას და რობერტ ინგლეკარს მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი განმარტავს, რომ სამივე
კანდიდატი პროფესიონალი და მიუკერძოებელია. ეროვნული ბანკის საბჭოს
წევრობის კანდიდატებს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს.