ორი თუ მრავალი ათასი - ყრილობის
მასშტაბი შესაძლოა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების
ნაწილის უთანხმოების მორიგი საბაბი გახდეს.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა
მიმართვა გაავრცელა და ყოფილ თანაგუნდელებს პომპეზური ღონისძიების
ჩატარებისკენ მოუწოდა.
საკაშვილის პომპეზური აქციის
გეგმას როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იზიარებს.
პარტიის ლიდერების ნაწილს არ აქვს
მკაფიო პოზიცია, რამდენი მხარდამჭერი უნდა შეიკრიბოს ახალი
თავმჯდომარის და პარტიული სტრუქტურის ასარჩევად.