სიახლეები
სერ ალან დუნკანის ვიზიტი საქართველოში
რუსეთს მკაფიოდ უნდა ეთქვას, რომ სამხედრო კავშირი აფხაზეთთან
და ცხინვალის რეგიონთან აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ამერიკისა და ევროპის საკითხებში სერ ალან დუნკანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბრიტანელმა სტუმარმა აღნიშნა რომ დიდ ბრიტანეთს აქვს სურვილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებთან ითანამშრომლოს განათლების სფეროში ქართველ ხალხთან ერთად. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო  მინისტრი საოკუპაციო ხაზის  მიმდებარე  ტერიტორიის დასათვალიერებლად ცოტა ხნის წინ გაემგზავრა. იგი ადგილობრივი  მოსახლეობის მდგომარეობას პირადად გაეცნობა.
სერ ალან დუნკანის ვიზიტი საქართველოში 24-25 ნოემბერს უორდროპის დიალოგის ფარგლებში  მიმდინარეობს.
Print