სიახლეები
ვლადიმერ პუტინის განკარგულება

გალში დამატებით 25 რუსული საგუშაგო განთავსდა.

ქალაქში შესვლა საშვის გარეშე აიკრძალა. ეს იმ ე.წ. შეთანხმების ერთ-ერთი შედეგია, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ძალების გაერთინებული დაჯგუფების შექმნას გულისხმობს.

ვლდიმერ პუტინმა დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერა. თუმცა  ე.წ შეთანხმება  გასულ წელს გაფორმდა და დუმაში რატიფიცირებაც დასრულდა. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს 2008 წელს, ნაკისრ ვალდებულებებს კიდევ ერთხელ ახსენებს.

ამერიკელი ექსპერტები ვაშინგტონის უფრო მკაცრი რეაგირების საჭიროებაზეც საუბრობენ. სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო უწყება. რას ამბობენ მოსკოვში, ვაშინგტონსა და თბილისში?

 

Print