აირბალონებზე მომუშავე
ავტომობილების ინსპექტირება ისევ გადავადდა.
ტექნიკური დათვალიერების ლიცენზიის მქონე კომპანიების წარმომადგენლებმა ვადების შეცვლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ჟურნალისტებისგან მიიღეს. მათი განმარტებით, აირბალონები უმეტეს შემთხვევაში კუსტარულად არის დამონტაჟებული, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიშია.
ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ცვლილების მიხედვით ავტომობილების ორი ასკობრივი კატეგორია გაერთიანდა და მათი ინსპექტირება ერთდროულად დაიწყება. რეფორმის ხარვეზებზე საუბრობენ მესამე სექტორშიც.