ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის მიღწეულ ე.წ. შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოაწერა.
შეთანხმების მიხედვით, რუსი და აფხაზი სამხედროებისგან შედგენილი, შერეული ქვე-დანაყოფი, შეიქმნა, რომლის ვალდებულება სამხედრო თავდასხმის დროს რეაგირება იქნება. საომარ პირობებში საჯარისო შენაერთი რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელს დაემორჩილება. მომხდარს უკვე გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი.