ორივე განკარგულება ქვეყნის მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.
ჩაჩიაბაია პოსტს ოფიციალურად ხვალ გადაიბარებს.თუმცა სამხედო მაღალჩინოსანი უკვე ალაპარაკდა სამომავლო გეგმებზეც. ცნობილია, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე მუშაობაც, რამაც შესაძლოა გენერალურ შტაბში მორიგი საკადრო ცვლილებები გამოიწვიოს.