
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს
მოქალაქეებს მიმართავს.
როგორც უწყების
განცხადებაშია ნათქვამი, იაპონიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან
დაკავშირებით, ქალაქ ტოკიოში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში
მოქმედებს ცხელი ხაზი: (+81 70) 31805601.
საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს
24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.
”მოვუწოდებთ
იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში
დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.
იაპონიაში
მიწისძვრა 22 ნოემბერს 05:59 საათზე დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი
ფუკუშიმას პრეფექტურა იყო და მისმა სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა
შეადგინა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს
განცხადებაში.