სიახლეები
საერთაშორისო კონფერენცია

საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები

საერთაშორისო კონფერენციის შემადგენლობამ დღეს დილიდან მუშაობა სასტუმრო ბილტმორში დაიწყო.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მან ასოცირების იმპლემენტაციის პროცესზე გაამხვილა ყურადღება. მან აღნიშნა რომ საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები და ახლა ჯერი ევროპელ პარტნიორებზეა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

დამსწრე საზოგადოებას დღეს ევროკავშირის ელჩიც მიესალმა. იანოშ ჰერმანმა საქართველო ევროგაერთიანების ასოცირების ფარგლებში ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში მიღწეულ წარმატებებზე გააკეთა აქცენტი.

 

Print