150 დან 47 - მა დეპუტატმა სტატუსი შეინარჩუნა, ბოლო მოწვევის პარლამენტის 103 კანონმდებელი კი შეიცვალა. ფიცისა და ფარული კენჭისყრით თავმჯდომარის არჩევის შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს 5 ფრაქცია დარეგისტრირდა.
აქედან 2 უმრავლესობაში 2 უმცირესობაში ერთიც ცალკე ირმა ინაშვილის „საქართველოს პატრიოტები“. უკვე ცნობილია კომიტეტთა თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების ვინაობაც. საბოლოო ჯამში რამდენიმე შესვენებით, მაგრამ პირველი პლენარული სხდომა უკვე რვა საათზე მეტია რაც მიმდინარეობს.