სიახლეები
თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოხდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ისევ ჯანდაცვისა და სოციალრი პროგრამები წარმოადგენს.

მისი თქმით, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, კორექტირებული ვარიანტი მერიას დაუბრუნდება.

ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას,  ისინი გარკვეული მიმართულებით ხარჯების შემცირებას აპროტესტებენ როგორებიცაა ინსფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ავარიული ნაგებობების გამაგრება, ეკონომიკის განვითარება, სოციალური დაცვა. „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თუ ბიუჯეტი ამ სახით დარჩება ისინი მას მხარს არ დაუჭერენ.


Print