სიახლეები
''ტერაქტის საქმე''
.. ტერაქტის საქმეზე დაკავებულ ლევან მამფორიასა და ირაკლი ბაღიშვილს

აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გაუუქმდათ. მამფორიასა და ბაღაშვილის მიმართ სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეცვალა და ისინი დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

კიდევ ერთი ბრალდებულის ვლადიმერ რუხაძის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მოსამართლემ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო მისი პატიმრობაში დატოვებით.

საქმეზე მომდევნო სხდომა 30 ნოემბერს გაიმართება.  სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტის ორგანიზების ვბრალდებით ეს პირები თებერვალში დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ.

Print