სიახლეები
NATO-საქართველოს სწავლება 2016
"NATO საქართველო სწავლება  2016”   არის ახალი ნაბიჯი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.
ასევე უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის.  ასე აფასებს კრწანისში მიმდინარე სამეთაურო სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი. იზორიას გარდა წვრთნების სამხედრო და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმაც ისაუბრეს, რომლებიც დღეს ელჩებთან და სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად სწავლების მიმდინარეობას გაეცნენ. დღესვე პირველი შეფასებები გაკეთდა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება რეგიონის უსაფრთხოების საწინააღმდეგო ნაბიჯად შეფასდა.
Print