სიახლეები
პარლამენტის პირველი სხდომა
მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.
შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა  გამოსცა.

"საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართოს 2016 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.  როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა მხარესთან კონსულტაციას აწარმოებდა.

Print