როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, მიუხედავად იმისა არის თუ არა ქვეყანა რომის სტატუტის მონაწილე, სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ. რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებაზე უარი განაცხადა. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 ნოემბერს მოაწერა ხელი.