სიახლეები
ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია.

შემაჯამებელ ოქმს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი უკვე მოაწერა.  სხდომაზე საარჩვნო კომისიის ორმა წევრმა არჩევნების შედეგები უარყოფითად შეაფასა.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ - 3 513 884 შეადგინა. არჩევნების შედეგები გაბათილდა და განმეორებითი კენჭისყრა აღარ გაიმართა 10 უბანზე. არჩევნებზე  „ქართული ოცნებამ“  - 48, 68%  აიღო და 115 მანდატი მოიპოვა, „ნაციონალური მოძრაობამ“ – 27, 11% 27 მანდატით, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ – 5, 01% და 6 მანდატი მოიპოვა.

73 მაჟორიტარული ოლქიდან 71-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1 მანდატი მოიპოვა- თოფაძე მრეწველების კანდიდატმა და ერთიც  დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა სალომე ზურაბიშვილმა.

არჩევნების შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადებითად შეაფასა.

 

Print