სიახლეები
ტრამპ თაუერის მშენებლობა გაგრძელდება

6-წლიანი კონსერვაციის შემდეგ ტრამპ თაუერის მშენებლობა განახლდება.

სილქ როუდ ჯგუფი“, რომელიც მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლის - „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზია 2011 წლის მარტში გადაეცა. ხელშეკრულებას ტრამპის ორგანიზაციის მხრიდან პირადად დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი. თუმცა, შემდეგ ეტაპზე ტრამპ თაუერის პროექტის განხორციელება შეჩერდა, მიზეზებად ფასების ზრდა უძრავ ქონებაზე ნელი ტემპით სვლა ადგილობრივი მთავრობის ხიდან წინააღმდეგობები დასახელდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, არ მოხდა პროექტით გათვალისწინებული პირობების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალები მთავრობის მიერ მოწონებული გენერალური გეგმის ნაწილი იყო. მშენებლობის განახლების ერთ-ერთ მთავარ პირობად კი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში უძრავი ქონების ბაზრის გაუმჯობესებასა და ამ ფონზე ხელსაყრელი საინტერესო გარემო სახელდება.

 

Print