ავიაციისა
და
საჰაერო
თავდაცვის
სარდლობის მაღალჩინოსნებმა
სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს.
სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ყველა იმ პირის დაკითხვას
ითხოვენ, ვინც მათ მიმართ ბრალდებები გააჟღერეს.
არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავიაციისა
და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა,
ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად გიორგი ცაბაძე
კანონდარღვევით დანიშნა, ვინაიდან აღნიშნული პირები შესაბამის
კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.მაღალჩინოსნები საჰაერო თავდაცვის
სარდლობის რეფორმების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობენ.
ისინი გამოძიებას სრულყოფილი მოკვლევის ჩატარებას სთხოვენ და ბრალის
დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სამსახურში აღდგენას ითხოვენ, ხოლო, თუკი
მათი მხრიდან გადაცდომები დამტკიცდა, მაშინ მზად არიან, კომისიის
წინაშე აგონ პასუხი.