სიახლეები
7 ნოემბრის საქმე

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის,

ზურაბ ადეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული საქმის დახურული განხილვა გრძელდება.

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედის უკანონო გასხვისების საქმეზე დღეს, სპეცრაზმის თანამშრომელი და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაიკითხნენ.

მოწმეებმა 7 ნოემბერს. განვითარებული მოვლენების დეტალებზე ისაუბრეს და დაადასტურეს, რომ  დარბევას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უშუალოდ ხელმძღვანელობდა და სწორედ მათგან მიიღეს დაშლილი აქციის მონაწილეების დევნის ბრძანება. ბრალდებულები დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან.  დღევანდელი პროცესის მეორე ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიხურა.

 

Print