თბილისის აეროპორტში 1974 წელს დაბადებული ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებული ავტორიტეტია. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს აიყვანეს როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. დაკავებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.