სიახლეები
NATO - საქართველოს სწავლება - რუსეთის გამოხმაურება
რუსეთის საგარეო უწყება „ნატო“-საქართველოს ურთიერთობასა და საქართველოში ალიანსის წვრთნებს ეხმიანება.
ოფიციალური მოსკოვი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისი ეგიდით მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე, რომელშიც მონაწილეობას 13 ქვეყნის 250 სამხედრო იღებს. რუსეთი აღნიშნულ სწავლებებს როგორც რეგიონისთვის ასევე მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს.
უწყების განცხადებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მის მეზობელ ქვეყნებად არის მოხსენიებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით შეშფოთებას ამ საკითხზე სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმებიც გამოთქვამენ. რუსული დიპლომატიური ორგანოს განცხადებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, სწორედ ალიანსმა უბიძგა საქართველოს რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმისკენ.
Print