სიახლეები
საქართველო ინტერნეტთავისუფლების რეიტინგში

ორგანიზაცია  „Freedom House“  მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

კვლევა 65 ქვეყნის ინფორმაციას აერთიანებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ინტერნეტ-სივრცის თავისუფლების მხრივ ევრაზიის რეგიონში საუკეთესო მდგომარეობა აქვს, ისევე როგორც ეს შეერთებულ შტატებში, კანადასა თუ ევროკავშირის სახელმწიფოებშია. ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტ სივრცე ზეწოლისგან თავისუფალია სომხეთშიც, ნახევრად თავისუფალია უკრაინაში. კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ამ მხრივ რთული მდგომარეობაა რუსეთსა და თურქეთში.

 

Print