სიახლეები
რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა - შეფასებები
საქართველოში  რუსი ბიზნესმენების ვიზიტს 
საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება, შესაბამისად, მისი განმარტებით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში რუსი ბიზნესმენები ჩამოვიდნენ. საქართველოს 10 რუსული კომპანიის წარმომადგენელი ესტუმრა.  თბილისში ქართველ და რუს ბიზნესმენებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განვითარება , არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე.
Print