სიახლეები
ავიახაზების საერთაშორისო კონეფენცია
საქართველოთი ახალი ავიაკომპანიების დაინტერესების მიზნით

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიახაზების საერთაშორისო კონფერნციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მონაკოში გაიმართა და მსოფლიოს 70-ზე მეტი ავიაკომპანიის მთავარი მენეჯერი დაესწრო. მე-8 საერთაშორისო კონფერენციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.  ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს საინფორმაციო კუთხე, სადაც  ავიახაზების საერთაშორისო კონფერნციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს.

Print