ირაკლი კოპლატაძის თქმით, დიპლომატიურმა მისიამ აღნიშნულ საკითხზე რეაგირება უკვე მოახდინა. მისი განცხადებით, ქართული მხარე თურქეთის საგარეო უწყებასთან ერთად, მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით უკვე მუშაობს. აღნიშნულმა ფაქტმა თურქეთში მყოფ ქართულ დიასპორაში დიდი გაღიზიანება გამოიწვია.