სიახლეები
ქართველი და რუსი ბიზნესმენების შეხვედრა
რუსი და ქართველი ბიზნესმენები
საერთო ენის გამონახვას პოლიტიკოსების გარეშე ცდილობენ.
რუსეთიდან თბილისში 10 ბიზნესმენი
ჩამოვიდა და ქართველ კოლეგებს საკუთარი საქმიანობა გააცნო.
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა, ბიზნესმენები
მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური კავშირები უნდა გაღრმავდეს.
ოპოზიციაში კი დღევანდელ ღონისძიებას აკრიტიკებენ. რუსეთის
ინოვაციური განვითარების ასოციაციის დირექტორმა თქვა, რომ ორ ქვეყანას
შორის დიპლომატიური ურთიერთობაც უნდა აღდგეს. პრემიერის სპეციალური
წარმომადგენელი კი ფიქრობს, რომ ჯერ ამისთვის შესაბამისი გარემოებები
არ არსებობს.