სიახლეები
ფოთის "წისქვილკომბინატის"საქმე
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და თიბისი ბანკს შორის არსებული დავა დასრულდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩხარტიშვილის მოთხოვნა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, დააკმაყოფილა. საქმე ფოთის წისქვილკომბინატის წილებს შეეხება, რომელიც ვანო ჩხარიტიშვილის მფლობელობაში იყო. თუმცა, „თიბისი ბანკში“ აღებული სამ მილიონიანი კრედიტის დასაფარად აუქციონზე გასხვისდა.

ჩხარტიშვილი ფოთის წისქვილკომბიანტის მესაკუთრეობას „თიბისი“ ბანკს და შპს „აგრიკომს“ ედავება. ჩხარტიშვილი მოპასუხეებისგან გაყიდული ობიექტის უკან დაბრუნებას და იმ თანხის ანაზღაურებას ითხოვს, რაც შესაძლოა, მოგების სახით „წისქვილქარხნის“ ფუნქციონირებისგან მიეღო. საუბარია 32 მილიონ დოლარზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა „თიბისი“ ბანკისა და შპს „აგრიკომის“ წარმოამდგენლები.

Print