სიახლეები
დაზარალებული მეანაბრეების აქცია
საფინანსო კომპანია საქართველოს 2500
მეანაბრე კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვს.
დაზარალებულებმა კანცელარიასთან
მორიგი აქცია გამართეს და ხელისუფლებას შუამავლის როლის შესრულებას
კონკრეტულად კი, კომპანიის ყადაღის მოხსნას სთხოვენ.
მეანაბრეები მიიჩნევენ, რომ საკუთარი თანხების დაბრუნების
შესაძლებლობა სწორედ არსებული ყადაღის მოხსნის შემდეგ მიეცემათ.
დაზარალებულთა პრობლემების შესახებ ინფორმირებულია ომბუდსმენი და
ეროვნული ბანკი, თუმცა კრედიტორების ბრალდებებზე პასუხი არავის
აქვს.
დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფმა რამდენიმე კვირიანი პაუზის
შემდეგ, საფინანსო ორგანიზაციის მფლობელებთან შეხვედრაც
მოახერხა- როგორ აპირებს ანაბრების დაბრუნებას, რა გეგმა
აქვს საფინანსო ორგანიზაციის ხელმძრვანელებს და რას
აპირებს დაზარალებული მეანაბრეები.