სიახლეები
საზოგადოებრივი ცენტრი კუმურდოში

კუმურდოში პირველი ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურა   − საზოგადოებრივი ცენტრი  გაიხსნა.

სოფლის 665 ეთნიკურად სომეხ კომლთან ერთად სერვისით მიმდებარე სოფლების − კიროვაკანის, ოკამის, გოგაშენის,  აფნიის, ქარცებისა და აზმანის − 5000-მდე მცხოვრები ისარგებლებს. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ. მანამდე ამ სოფელში არც ბანკისა და არც მობილური ოპერატორის ოფისი არ არსებობდა. კუმურდოს გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 42 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ​

 

Print