
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსი
საქართველოში
ბრიტანეთის
ელჩს
შეხვდა.
მხარეებმა თანამედროვე მსოფლიოსა და
რეგიონში არსებული სიტუაცია მიმოიხილეს. ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე
არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი
სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის
განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას. ვახტანგ გომელაურმა და
ჯასტინ მაკენზი სმიტმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის უახლოესი
პერსპექტივები შეაჯერეს.