სიახლეები
ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა.

პრემიერის განცხადებით, პოლოლიკაშვილის გამოცდილება პასუხობს მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე. 
პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ პოლოლიკაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალური ტურიზმის პრაქტიკასთან დაკავშირებით იმ ამბიციური მიზნების მიღწევაში, რომლებიც აქვს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას.

Print