სიახლეები
ნარმანია ტაქსის მძღოლებზე
ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები და მუშაობა არ მიმდინარეობს.
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით
ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც დავით
ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიას ამ ეტაპზე მხოლოდ ძირითადი ჩარჩო
და მონახაზი აქვს. საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირმა 11
ნოემბერს, იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან საპროტესტო აქცია
გამართა. პროფკავშირი თბილისში ტაქსის მძღოლებისათვის რეგულაციების
შემოღების პროცესში მძღოლების ჩართვას მოითხოვდა.